ჯანდირა მარტინი, რომელიც ცნობილ ბრაზილიურ სერიალ კლონში ზორაიდეს როლს ასრულებდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯარდინას მეგობარმა და მსახიობმა, მარკოს კარუსომ, დაადასტურა. ჯანდირა მარტინის გარდაცვალების მიზეზად ფილტვის სიმსივნე სახელდება.
ჯანდირა მარტინი ტელეეკრანებზე პირველად 1966 წელს გამოჩნდა, როცა 21 წლის იყოს. ჯარდინა უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოგვიანებით კი თეატრით დაინტერესდა და ბრაზილიური თეატრის განვითარებაში დიდი წვლილიც შეიტანა.
ქართველ მაყურებელს მსახიობმა კლონში შესრულებული როლით დაამახსოვრა თავი, თუმცა ჯარდინა მარტინი ისეთ ცნობილ სერიალებშიც მონაწილეობდა, როგორებიცაა Sassarecando, Salve Jorge, Éramos Seis და სხვა.