ბრიტანელი მომღერალი მიუნხენში, სპეციალურად აშენებულ სტადიონზე 4 კონცერტს გამართავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუები გერმანულ ქალაქში 2, 3, 9 და 10 აგვისტოს გაიმართება, თითოეულ კონცერტზე დასწრებას კი 80 ათასი მაყურებელი შეძლებს.
ეს პირველი შემთხვევა იქნება 2016 წლის შემდეგ, როდესაც ადელი ევროპის მატერიკულ ნაწილში იმღერებს. ბილეთების შესაძენად რეგისტრაცია 5 თებერვალს გაიხსნება, წინასწარი გაყიდვა კი 7 თებერვალს დაიწყება.