ჯასტინ ტიმბერლეიკმა *NSYNC-თან ერთად ახალი კომპოზიციების გამოშვების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ამ თემაზე კომენტარი მუსიკოსმა „კელი კლარქსონის შოუში“ სტუმრობისას გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სტუდიაში *NSYNC-ის დანარჩენ წევრებთან ერთად მუშაობა სასიამოვნო იყო.
„სტუდიაში ვიყავით, ასე რომ შესაძლებელია მომავალში რაღაც მოხდეს“, - განაცხადა ტიმბერლეიკმა.
სექტემბერში *NSYNC-მა 2002 წლის შემდეგ პირველი სიმღერა Better Place გამოუშვა, რომელიც მულტფილმისთვის „ტროლები“ დაიწერა.
*NSYNC-ი ორლანდოში, 1995 წელს დაარსდა. მასში შედიოდნენ: ლენს ბასი, ჯეისი ჩეიზესი, ჯოუი ფეტოუნი, კრის კირკპატრიკი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. სამი წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფი დაიშალა.