საბა საზონოვი „ტორინოს“ გულშემატკივართა ფავორიტი ხდება. არა მარტო მოედანზე ნაჩვენები თამაშით, არამედ მოედანს მიღმა გამოჩენილი საქციელით.
ქართველი ფეხბურთელი ტურინის ტრამვაიში შენიშნეს და მას ფოტოც გადაუღეს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ჩვეულებრივი ბიჭი, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლა, ეს არის სინათლის გამოსახულება წლების განმავლობაში შექმნილი სტერეოტიპისგან, რომ ფეხბურთელები აუცილებლად ძვირადღირებული მანქანით უნდა დადიოდნენ. შესაძლოა, ეს იყო პირველი და შეიძლება ბოლო შემთხვევაც, როდესაც საზონოვმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენა ქალაქში გადასაადგილებლად, მაგრამ სერია A-ს ფეხბურთელის დანახვა ჩვეულებრივი ადამიანის სტილში, რომელიც ტრამვაით დადის, ნამდვილად მოსაწონია. ის ტრამვაით ისე მგზავრობდა, როგორც „დიდი ტორინოს“ ფეხბურთელები და ამიტომ, „ტორინოს“ ფანები მისით აღფრთოვანებულები არიან“, - წერს Toro.it.
ამასობაში, ალესანდრო ბონჯორნო ოპერაციას გადაურჩა, მაგრამ ერთი თვე იუქმებს, რაც საზონოვისთვის შანსია. იტალიელი „ტორინოს“ „სალერნიტანასთან“, „სასუოლოსთან“, „ლეჩესთან“, „ლაციოსთან“ და „რომასთან“ ვერ ითამაშებს. არაა გამორიცხული „ფიორენტინას“ წინააღმდეგ მატჩიც გამოტოვს. ასე რომ, საბას თავის გამოსაჩენად შესანიშნავი შანსი ეძლევა.