ოფიციალურად:

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" მატეო პოლიტანოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მატეო პოლიტანომ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

პოლიტანოს ძველი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებოდა, ახლა კი, გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

იტალიელმა ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ დარჩენის სანაცვლოდ უარი საუდის არაბეთის „ალ-შაბაბს“ უთხრა.

აქვე გეტყვით, რომ მატეო პოლიტანოს „ნაპოლის“ მაისურით 2020 წლიდან დღემდე 175 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი, 24-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.