„იუვენტუსი“ „საუთჰემტონის“ ნახევარმცველ კარლოს ალკარასს დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და 21 წლის არგენტინელს სამედიცინო შემოწმებისთვის დღეს ლონდონში ელოდებიან, ხოლო ტურინში სავარაუდოდ ხვალ ჩავა და კონტრაქტს გააფორმებს.
ალკარასი „იუვეს“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, რომელიც სავალდებულო არ იქნება. ტურინელებს ზაფხულში მისი გამოსყიდვა, თუ ამას გადაწყვეტენ, 40 მილიონ ევროდ მოუწევთ.
კარლოს ალკარასი „საუთჰემპტონში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 47 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან კარიერა სამშობლოში „რასინგში“ დაიწყო.