სუპერგერლის როლს მილი ალკოკი შეასრულებს

სუპერგერლის როლს მილი ალკოკი შეასრულებს

DC-ს კინოსამყარომ თავისი სუპერგერლი იპოვა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს DC-ს ხელმძღვანელმა ჯეიმს განმაც დაადასტურა. კინოსამყაროს მომავალი ფილმები გვაჩვენებს, რომ სუპერგმირი დაღუპულ პლანეტა კრიპტონზე მარტო იზრდებოდა, 14 წლის შემდეგ კი დედამიწაზე აღმოჩნდა. შესაბამისად, ალკოკის პერსონაჟი უფრო ხისტი იქნება, ვიდრეს ამ სუპერგმირის სხვა ვერსიები.

23 წლის მილი ალკოკი ავსტრალიელი მსახიობია. პოპულარობა მას 2014 წელს გამოსულმა მინი-სერიალმა „პიანინო“ მოუტანა, თავისი ყველაზე ცნობილი როლი კი მან სერიალში „დრაკონის სახლი“ ითამაშა, სადაც პრინცესა რეინირა ტარგარიენი განასახიერა.