„ტორინოს“ მცველმა საბა საზონოვმა „კალიარისთან“ (2:1) შესანიშნავად ითამაშა და მას არა მარტო მედია, არამედ გულშემატკივრებიც აქებენ. სოციალურ ქსელში „ტოროს“ ფანები ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერენ:
გრაციანო მარჩერი: „მაგრამ რა დიდებულია. იტალიურადაც შესანიშნავად ლაპარაკობს და სუპერ ჭკვიანია“.
სტეფანია გუარიზო: „ძალიან მომწონს ის“.
რობი ლომბარდო: „დიდებული, ერთ-ერთი, ვინც „ტორინოში“ თამაშს იმსახურებს“.
ემილია გალიოტა: „მოედანზე სწორი სულისკვეთებით შევიდა. ასე გააგრძელე“.
პასეროტო: „მას არაფრის ეშინია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უფრო მეტი რომ ათამაშონ, ჩვენი გმირი გახდება“.
პაულო სოუზა: „ყველაფერი კარგია, მაგრამ ვინმემ უთხარით იმ იდიოტს (იურიჩს - რედ), ვინც მას წვრთნის, რომ მომდევნო მატჩში ძირითადში ათამაშოს“.
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ალესანდრო ბონჯორნო გამოტოვებს, რომელიც საზონოვის კონკურენტია და შეიძლება ქართველი ძირითადში ვიხილოთ. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.