"ატლეტიკო" ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

მადრიდის „ატლეტიკომ“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „სევილია“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დიეგო სიმეონეს გუნდს ანგარიშის გახსნა 26-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ანტუან გრიზმანმა პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი კარს ააცილა. „როხიბლანკომ“ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მაინც შეძლო. 79-ე წუთზე თავი მემფის დეპაიმ გამოიჩინა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ გარდა, „სოსიედადი“, „ბილბაო“ და „მალიორკა“ ითამაშებენ.