აგოსტინელი:

აგოსტინელი: "დე ლაურენტისმა ზაფხულში შეიძლება კვარაცხელია გაყიდოს"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა აგოსტინელიმ არ გამორიცხა, რომ მომდევნო ზაფხულს აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას შეელიოს.

„კვარაცხელიამ შეიძლება გუნდი დატოვოს, ეს შესაძლებელია. ვერ თამაშობს ისე, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ შეიძლება დე ლაურენტისმა ის ზაფხულში გაყიდოს სატრანსფერო ბაზრის დასაფინანსებლად“, - თქვა აგოსტინელიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.