ტუნისის ეროვნულმა ნაკრებმა მწვრთნელი ჯალელ კადრი გაათავისუფლა

ტუნისის ეროვნულმა ნაკრებმა მწვრთნელი ჯალელ კადრი გაათავისუფლა

ტუნისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯალელ კადრიმ პოსტი დატოვა - წერს ტვიტერზე Actu Foot Afrique.

აფრიკის ერთა თასზე ტუნისელებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. კადრის გუნდმა ორჯერ ფრედ ითამაშა (მალისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებთან) და პირველ ტურში ნამიბიასთან დამარცხდა. ჯალელ კადრი ტუნისის ეროვნულ გუნდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა.

E ჯგუფიდან, რომელშიც ტუნისის ნაკრები თამაშობდა, მალი და სამხრეთ აფრიკა ტურნირის ფლეი-ოფში პირდაპირ გავიდნენ. ნამიბიის ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა, რაც მერვედფინალში გასვლის უფლებასაც იძლევა.