„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აქტიურად ეძებს ახალ მწვრთნელს, რომელიც მუშაობას 2024/25 წლების სეზონის დასაწყისიდან შეუდგება.
ნეაპოლიტანელ ბიზნესმენს აქვს კანდიდატების ვიწრო სია, რომელშიც, ბელგიის ნაკრების ამჟამიდელი დამრიგებელი, 38 წლის დომენიკო ტედესკოც შედის. ის იტალიაში დაიბადა, მაგრამ სამშობლოში არასოდეს უმუშავია.
მისი კონტრაქტი ბელგიის ნაკრებთან ევრო 2024-ის ბოლომდეა გათვლილი და გახანგრძლივების ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია. ამავდროულად, დომენიკომ არაერთხელ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ისტორიულ სამშობლოში სურს საქმიანობა. ერთ დროს მას „ფიორენტინას“ უკავშირებდნენ.
თავის დროზე ტედესკოს „შტუტგარტისა“ და „ჰოფენჰაიმის“ახალგაზრდულ გუნდებთან, „ერცებირგესთან,“ „შალკესთან,“ მოსკოვის „სპარტაკთან“ და „ლაიფციგთან“ უმუშავია. 2023 წლის 8 თებერვლიდან კი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
„ნაპოლის“ ამჟამინდელი დამრიგებლის ვალტერ მაძარის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.