მესამე „დედპულის“ გადაღებები დასრულდა

მესამე „დედპულის“ გადაღებები დასრულდა

რაიან რეინოლდსმა განაცხადა, რომ მესამე „დედპულის“ გადაღებები დასრულებულია. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფილმზე მუშაობდა და განსაკუთრებულად გამოყო ჰიუ ჯეკმანი, რომელიც სამურავის როლს დაუბრუნდა და რეჟისორ შონ ლევის.

„დედპული 3“ ეკრანებზე ივლისში გამოვა. ეს Marvel-ის ერთადერთი ფილმი იქნება, რომელიც 2024 წელს გამოვა.