ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ნახევარფინალის პირველი მატჩი სტუმრად „მიდლსბროსთან“ წაგებული ჰქონდა (0:1), მაგრამ შინ ძალიან იოლად მოიგო.
„არისტოკრატებმა“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს ყველაფერი. ანგარიში ჰოუსონის ავტოგოლით გაიხსნა, რასაც ენცო ფერნანდესის, აქსელ დისასის და კოულ პალმერის გოლები მოჰყვა. მეორე ნახევარში პალმერმა დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი სტუმრებს მადუეკემ გაუტანა. „მიდლსბრომ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო და „ჩელსიმ“ 6:1 გაიმარჯვა.
მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა 25 იანვარს, „ფულჰემის“ და „ლივერპულისა“ შეხვედრაში გაირკვევა.