„ნაპოლი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და ცენტრალური მცველის, ნეუენ პერესის შეძენასთან ახლოსაა.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი „უდინეზეს“ ხელმძღვანელობას პრაქტიკულად მოურიგდა 23 წლის არგენტინელის ტრანსფერზე. ნეაპოლელები მზად არიან 16 მილიონი ევრო გაიღონ, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონიც დაემატება.
თუმცა, არაა გამორიცხული, ფასის შემცირების მიზნით, ოპერაციაში „ნაპოლიმ“ ლეო ოსტიგორი ჩართოს და ნორვეგიელი უდინელებს დაუთმოს. აღსანიშნავია, რომ ოსტიგორი „ჯენოაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა, გენუელებთან შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და პერესის ტრანსფერში ჩართონ.
ნეუენ პერესს აქამდე „არგენტინოს ხუნიორსში“, „ატლეტიკოში“, „ფამალიკაოსა“ და „გრანადაში“ აქვს ნათამაშები, ხოლო 2020 წლიდან „უდინეზეს“ ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პასკუალე მაძოკი, ჰამედ ჟუნიორ ტრაორე და სირილ ნგონგე დაიმატა, ხოლო ლეანდერ დენდონკერის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.