ამხანაგური მატჩი, რომელშიც მაიამის „ინტერი“ ამხანაგურ მატჩში „დალასს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრა დალასში, „კოტონ ბოულის“ სტადიონზე გაიმართა. გამარჯვების გოლი მესამე წუთზე ხესუს ფერეირამ გაიტანა.
საინტერესოა, რომ მაიამის „ინტერის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ფორვარდები ლიონელ მესი და ლუის სუარესი, რომლებიც 64-ე წუთზე შეცვალეს. მათ ერთად მეორედ ითამაშეს მას შემდეგ, რაც სუარესი „მაიამიში“ გადავიდა.
დავამატოთ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამაც მიიღეს.
შეგახსენებთ, მესის და სუარესის პირველ ერთობლივ მატჩში ამერიკული კლუბში ისინი „სალვადორს“ დაუზავდნენ ანგარიშით 0:0.
მაიამის „ინტერი“ მომდევნო მატჩში „ალ-ჰილალს“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 იანვარს გაიმართება.