ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ბორნმუთს“ დაუპირისპირდა, რომელიც დიდი ანგარიშით დაამარცხა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა იურგენ კლოპის გუნდს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეორე ნახევარში „წითლების“ უპირატესობა გამოიკვეთა. დუბლი შეასრულეს დარვინ ნუნიესმა და დიოგო ჟოტამ.
„ლივერპულმა“ 48 ქულა დააგროვა და „მანჩესტერ სიტის“ უკვე 5 ქულით უსწრებს, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ბორნმუთი“ – „ლივერპული“ 0:4 (0:0)
გოლები: 0:1 ნუნიესი (49), 0:2 დიოგო ჟოტა (70), 0:3 დიოგო ჟოტა (79), 0:4 ნუნიესი (90)