დღეს დილით იტალიურმა გამოცემამ „Corriere dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი როდრიგო პალასიო ამჟამინდელ გუნდთან მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს.
დიეგო მარადონას 31 წლის თანამემამულეს მილანურ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის ივნისში ეწურება.
ცოტა ხნის წინ „ინტერის“ მფლობელმა მასიმო მორატიმ აქციათა ნაწილი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ ტოჰირუს მიყიდა.
ცნობილი გახდა რომ პალასიოსთან კონტრაქტის გაგრძელების იდეა „ინტერის“ აქციების ახალი აზიელი მეწილისგან მოდის.
როდრიგო პალასიო სავარაუდოდ „ინტერს“ საკუთარ ბედს 2017 წლამდე დაუკავშირებს.