დასაქმებულებს ხელფასის ზრდის მოლოდინი უკვე ნაკლებად აქვთ

დასაქმებულებს ხელფასის ზრდის მოლოდინი უკვე ნაკლებად აქვთ

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გასული წლის ბოლოს ხელფასების მატებასთან დაკავშირებული მოლოდინი შემცირებულია. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიზნესი და დასაქმებულები გარკვეულ უსიტყვო შეთანხმებამდე მივიდნენ.

სებ-ის კვლევის მიხედვით, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას დაახლოებით 10%-ის ფარგლებში ელოდებიან.

კადრების მწვავე დეტიფიცის ფონზე, ბიზნესმა საკუთარი პრობლემის გამოსწორება, ასე თუ ისე, დაიწყო და თანამშრომლებს ხელფასი გაუზარდა. კერძო სექტორი ამ გზით მუშახელის შენარჩუნებას ცდილობს.

როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, მიმდინარე ეტაპზე დასაქმებულთა მხრიდან ხელფასების ზრდის კრიტიკული მოთხოვნა თითქმის აღარ არსებობს.

„ბიზნეს სექტორში ხელფასების ზრდის მოთხოვნა ნაწილობრივ შემცირებულია. მოცემულ მომენტში ისეთი კრიტიკული მოთხოვნა აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ბიზნესი გადაეწყო, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება.

ბიზნეს რა შესაძლებლობებიც აქვს, იქიდან გამომდინარე მოქმედებს. ტენდენციას თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ კერძო სექტორში ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება და ერგება საბაზრო პირობებს“, - აღნიშნა ჭელიძემ.

სებ-ის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ინფლაციური მოლოდინი შემცირებულია. კერძოდ, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ.

ამის საპირისპიროდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინი შემცირებულია. კერძოდ, ნოემბერთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.

ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 2-4%-ის ფარგლებსა და 4-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში დაკლებულია.

დეკემბერში ნოემბერთან შედარებით შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ანაზღაურება შესაძლოა, რაღაც დოზით კიდევ გაიზარდოს, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ პროდუქციის თვითღირებულებაში აისახება და ინფლაციაში გადაიზრდება. ამის გამოცდილება ქვეყანამ ბოლო წლებში უკვე მიიღო.

„ხელფასი ბიზნესისთვის განიხილება, როგორც დანახარჯი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უნდა შევიდეს პროდუქტის, მომსახურების ღირებულებაში. შესაბამისად, თუკი ანაზღაურების ზრდა გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ იძულებულნი იქნებიან შემდეგ ასახონ პროდუქტის თვითღირებულებაში და ფასმა მოიმატოს. გარკვეულწილად, სწორედ, ეს ქმნის ზედა ზღვარს, რომელიც ხელფასების მუდმივ ზრდას ვერ უზრუნველყოფს. პროდუქციაზე ფასები ისედაც ძალიან გაზრდილია, ინფლაციის ძალიან მნიშვნელოავნი ტალღა გავიარეთ. ხელფასი ზღვრულად შესაძლოა, გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი დიდხანს გასტანს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რეგიონებს შორის თბილისი ლიდერობს. ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება: თბილისი - 64.2%. აჭარა - 9.4%, იმერეთი - 7.1%, ქვემო ქართლი - 6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.6%, კახეთი - 2.9%, შიდა ქართლი - 2.3%, მცხეთა-მთიანეთი - 1.6%, სამცხე-ჯავახეთი - 1.5%, გურია - 1%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%.