„ჟირონას“ მთავარმა მწვრთნელმა მიჩელმა ესპანეთის თასის მერვედფინალში „რაიო ვალეკანოსთან“ გამარჯვებაზე 3:1 ისაუბრა.
„პირველ ნახევარ საათში საკმაოდ საინტერესო თამაში ვაჩვენეთ იმ მხრივ, რომ მოვახერხეთ მეტოქის დიდი ზეწოლის გაძლება და მათ ნახევარზე თამაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია წინა მატჩის შემდეგ, რომელშიც ეს ვერ შევძელით.
ჩვენ ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ამ შეჯიბრებით ტკბობა. მინდა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ და გავიდეთ ნახევარფინალში, რაც ისტორიული შედეგი იქნებოდა“, - ციტირებს მიჩელის სიტყვებს Marca.
ქვეყნის სამეფო თასის წინა ტურებში „ჟირონამ“ „ელჩეს“ (2:0), „ორიუელას“ (5:2) და „სან როკე დე ლეპეს“ (2:1) მოუგო.
მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ „ჟირონა“ ესპანეთის ჩემპიონატში 49 ქულით პირველ ადგილზეა.