ყოფილი პარლამენტარები ალექსანდრე შალამბერიძე და ვიტალი ხაზარაძე „განუყრელი მეგობრები“ ბრძანდებოდნენ. ერთხელ მათ შორის თავშესაქცევი „დიალოგი“ გაიმართა რომელსაც ბატონი ალექსანდრე შემდეგნაირად იხსენებს:
„აღარც მახსოვს, მე და ვიტალი ხაზარაძემ რამდენჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. მოკლედ, მაგარი ნაჩხუბრები ვართ. მე, გია მეფარიშვილი, კობა დავითაშვილი და ხაზარაძე რაღაც კანონზე ვკამათობთ. მეფარიშვილი მეუბნება:
- მე, როგორც იურისტი, გეუბნები, რომ ეს ასეა.
- მე, როგორც მექანიზატორი, გეუბნები, რომ ეს ესე არაა, - ვეწინააღმდეგები.
კამათში ხაზარაძე ჩაერია და ჩემი მხარე არ დაიჭირა?! მოვრჩით საუბარს და ხაზარაძეს ვეკითხები:
- მხარი რატომ დამიჭირე?
- ბიჭო, არავის უთხრა და მეც მექანიზატორი ვარ.“