2013 წლის 27 ოქტომბერს - საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში მონაწილეობას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღებენ.
სამხედრო მოსამსახურეთა მთლიანი შემადგენლობის 30%, სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს სპეციალური სიების მეშვეობით მოიხდიან სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებში, დისლოკაციის მიხედვით სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბნებსა (სხვა ამომრჩევლებთან ერთად) და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ სამხედრო ნაწილში შეტანილი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.
არჩევნების დღეს, საქართველოს მასშტაბით, სამხედრო ნაწილებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება:
1. საინჟინრო ბრიგადა - უბანი №119, ვარკეთილის მეურნეობა, მეგობრობის N3 (N6 სამგორის საარჩევნო ოლქი);
2. საინჟინრო ბრიგადა - უბანი №120, ბოგდან ხმელნიცკის N181 (N6 სამგორის საარჩევნო ოლქი);
3. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი - უბანი №57, გენერალ კვინიტაძის N20 (N8 დიდუბის საარჩევნო ოლქი);
4. მე-4 ქვეითი ბრიგადა - უბანი №64, დაბა ვაზიანი (N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქი);
5. I საარტილერიო ბრიგადა და I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონი - უბანი №65, დაბა ვაზიანი (N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქი);
6. საავიაციო ბრიგადა - უბანი №70, მარნეული, კოსტავას N100 (N22 მარნეულის საარჩევნო ოლქი);
7. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი - უბანი №46, მცხეთა, აღმაშენებლის N51 (N27 მცხეთის საარჩევნო ოლქი);
8. შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზა - უბანი №24, გორი, სოფელი უფლისციხე (N32 გორის საარჩევნო ოლქი);
9. 51-ე ბატალიონი და ეროვნული თავდაცვის აკადემია - უბანი №109, გორი, ცხინვალის გზატკ. მე-5 კმ (N32 გორის საარჩევნო ოლქი);
10. მე-5 ქვეით ბრიგადა - უბანი №108, გორი, ცხინვალის გზატკ. მე-3 კმ (N32 გორის საარჩევნო ოლქი);
11. შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზა - უბანი №53, ხაშური, ოსიაური (N35 ხაშურის საარჩევნო ოლქი);
12. საბრძოლო მასალების შენახვის ბაზა - უბანი №30, ბაღდათი, ვარციხის დასახლება (N52 ბაღდათის საარჩევნო ოლქი);
13. II საარტილერიო ბრიგადა - უბანი №30, ხონი, სოფელი ივანდიდი (N55 ხონის საარჩევნო ოლქი);
14. მე-3 ქვეითი ბრიგადა - უბანი №128, ქუთაისი, ახალგაზრდობის I შესახვევი N1 (N59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი);
15. მე-2 ქვეითი ბრიგადა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადა - უბანი №44, სენაკი, ცერცვაძის N1 (N64 სენაკის საარჩევნო ოლქი);
16. მე-2 ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონი - უბანი №106, ბათუმი, ადლია (N79 ბათუმის საარჩევნო ოლქი).
ხოლო ზოგიერთი სამხედრო ნაწილის მოსამსახურეები (მათი მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე), მიმაგრებულნი არიან ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი დისლოკაციის ადგილის მიხედვით 15 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, რაც მათ საშუალებას მისცემს არჩევნებში მონაწილეობა სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბანზე სხვა ამომრჩევლებთან ერთად მიიღონ.
სამხედრო ქვედანაყოფების ჩამონათვალი, რომლებიც სამხედრო ნაწილებთან გახსნილ უახლოეს საარჩევნო უბანზე არიან მიმაგრებული:
1. I ქვეითი ბრიგადის სამი ასეული - N36 საარჩევნო უბანი, კოჯორი (N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი);
2. ეროვნული გვარდიის მმართველობა და საპატიო ყარაული - №16 უბანი, გორგასლის N89 (N4 კრწანისის საარჩევნო ოლქი);
3. I ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონი - №28 უბანი, ფონიჭალა III (N4 კრწანისის საარჩევნო ოლქი);
4. საავტომობილო ბატალიონი - №60 უბანი, ორხევი, ახვლედიანის ჩიხი N5 (N6 სამგორის საარჩევნო ოლქი);
5. შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა - №108 უბანი, ქინძმარაულის მეორე შეს. N7ა (N6 სამგორის საარჩევნო ოლქი);
6. საჰაერო თავდაცვის ბრიგადა (ნაწ.1) - №16 უბანი, მეუნარგიას N25 (#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი);
7. სპეციალური ოპერაციების ძალების სასწავლო ცენტრი - №26 უბანი, საგარეჯოს რაიონი, სოფელი მანავი (N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი);
8. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის მმართველობა და შტაბი - №12 უბანი, თამარის ქ. N36 (N17თელავის საარჩევნო ოლქი);
9. შეიარაღების, საბრძოლო მასალების და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზა - №10 უბანი, გარდაბნის რაიონი, სოფელი გაჩიანი (N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქი);
10. ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრი - №43 უბანი, გარდაბნის რაიონი, სოფელი ნორიო (N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქი);
11. სპეციალური ოპერაციების ძალების სასწავლო ცენტრის საპარაშუტი-სადესანტო მომზადების სკოლა - №7 უბანი, ბოლნისის რაიონი, სოფელი დისველი (N23 ბოლნისის საარჩევნო ოლქი);
12. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა - №28 უბანი, დუშეთი, ბაზალეთი (N28 დუშეთის საარჩევნო ოლქი);
13. საჰაერო თავდაცვის ბრიგადა (ნაწ.3) - №33 უბანი, ფოთი, გურიის N165 (N70 ფოთის საარჩევნო ოლქი);
14. სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმი - №83 უბანი, ბათუმი, სოფელი ურეხი (N79 ბათუმის საარჩევნო ოლქი);
15. საბრძოლო მასალების შენახვის ბაზა - №101 უბანი, კაპანდიბი (N79 ბათუმის საარჩევნო ოლქი).
საქართველოს შეიარაღებული ძალების ის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა დისლოკაციის ადგილებში არ არის შექმნილი გამონაკლისი საარჩევნო უბნები და სამსახურეობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ნაწილის გარეთ შექმნილ ძირითად საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით უზრუნველყოფს.
საუბნო საარჩევნო კომისია გადასატან საარჩევნო ყუთებს საქართველოს მასშტაბით შემდეგ სამხედრო ნაწილებში შეიტანს:
1. სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონი - მიმაგრებულია №34 უბანზე (N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი);
2. შერეული საავიაციო ბაზა - მიმაგრებულია №74 უბანზე (N6 სამგორის საარჩევნო ოლქი);
3. სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერეთა ბატალიონი - მიმაგრებულია №13 უბანზე (N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქი);
4. I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონი - მიმაგრებულია №59 უბანზე (N20 რუსთავის საარჩევნო ოლქი);
5. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი - მიმაგრებულია №32 უბანზე (N27 მცხეთის საარჩევნო ოლქი);
6. საჰაერო თავდაცვის ბრიგადა და შერეული საავიაციაო ბაზა - მიმაგრებულია №44 უბანზე (N58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი).
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე მოსამსახურეებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, რომლის შედეგები ცნობილი გახდება 27 ოქტომბერს, საერთო არჩევნების კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ცესკო-მ ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის სპეციალური სიებით საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია დალუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომლებიც დაუყონებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი). დადგენილი წესის მიხედვით, ძირითადი საარჩევნო უბანი ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები. ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები გაფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.