რისთვის მიიღო მერაბ სეფაშვილის ვაჟმა 80 000 ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

რისთვის მიიღო მერაბ სეფაშვილის ვაჟმა 80 000 ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან

ქართულ შოუბიზნესში პოლიტიკური სიმპატიები ყოველთვის ფასდებოდა, ამ სიტყვის როგორც ფიგურალური, ასევე პირდაპირი გაგებით. "ნაციონალურ მოძრაობის" საქმიანობას მუსიკალურ ფონს "სამეფო კარის მომღერლები" უქმნიდნენ, რომელთა სიაში შოუბიზნესისა და კულტურის მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, მათ შორის ბევრი პოპულარული შემსრულებელი.
ასეთ მომღერლებს პოლიტიკური სიმპატიების დადასტურება არა მხოლოდ სიმღერით, არამედ სატელევიზიო შოუებში მმართველი გუნდის ქმედებების "გაპრავებით" უწევდათ. მათ შორის იყო მერაბ სეფაშვილიც, რომელმაც ძველი და მივიწყებული სიმღერა, "ჩემი გმირი გიწოდე" წლების წინ, სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას "გააცოცხლა". იმის მიუხედავად, რომ მომღერალმა დაახლოებით 2 კვირის წინ ერთ-ერთ თოქშოუში უარყო ბრალდება, რომ ის ანგარების გამო უჭერდა მხარს "ნაციონალურ მოძრაობას", ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ სეფაშვილის შვილმა, ნიკოლოზ სეფაშვილმა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 80 498 ლარი მიიღო. აქედან 51 498 ლარი მის სწავლა-განათლებას მოხმარდა, 24 000 ლარი ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის და დამატებით კიდევ 5000 ლარი.

საქმე ის არის, რომ წესით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები სტიქიური უბედურებებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის უნდა იხარჯებოდეს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს, თუმცა მისი განკარგვის ბერკეტები თავად პრეზიდენტს აქვს. შეეძლო სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს "შავი დღისთვის" შემონახული თანხა პირადი სიმპატიების მიხედვით გაეხარჯა? - ალბათ კი, რადგან ასე მოიქცა, თუმცა რამდენად მორალურია ეს, თავად განსაჯეთ...