ევროლიგის მე-17 ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პარტიზანს“ დაუპირისპირდა, რომელიც მძიმე ბრძოლაში 77:75 დაამარცხა.
იტალიელები თითქმის მთელი თამაში წინ იყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ბელგრადელებმა ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბოლო წამზე სამქულიანი რომ ჩაეგდოთ, მოიგებდნენ, მაგრამ სროლა არაზუსტი გამოდგა.
თორნიკე შენგელიამ 32 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
ბოლონიელებს იფე ლუნდბერგმა ულიდერა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო, მარკო ბელინელიმ კი საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.
„ვირტუს ბოლონია“ 12 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 იანვარს, „ბაიერნს“ უმასპინძლებს.