„2024 წელი სამყაროსთვის რთული გამოდგება, მსოფლიოში ცეცხლი იგიზგიზებს, თუმცა საქართველო იქნება მშვიდობის კუნძული“

„2024 წელი სამყაროსთვის რთული გამოდგება, მსოფლიოში ცეცხლი იგიზგიზებს, თუმცა საქართველო იქნება მშვიდობის კუნძული“

კატა-კურდღლის წელი მიდის და დრაკონის წელი შემოაბიჯებს. ცეცხლოვანი დრაკონი საქართველოსთვის მშვიდობის მომტანი აღმოჩნდება. როგორც ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, მსოფლიოში ცეცხლი იგიზგიზებს, თუმცა საქართველო იქნება მშვიდობის კუნძული.

„2023 წელთან შედარებით, 2024 წელი საქართველოსთვის უფრო უკეთესი იქნება. ეკონომიკური ზრდის კუთხით შესაძლებლობები გაიზრდება. თუმცა, პოლიტიკური ურთიერთობები დაიძაბება, მაგრამ არა იმდენად, რომ არეულობა გამოიწვიოს. შეიძლება ახალი პოლიტიკური ლიდერები გამოჩნდნენ, ეს უკვე წლის მეორე ნახევარში მოხდება, რომელიც პოლიტიკური კლიმატისთვის სასიკეთოდ აღმოჩნდება.

ვიტყოდი, რომ მსოფლიოში ცეცხლი იგიზგიზებს, თუმცა საქართველო იქნება მშვიდობის კუნძული. მთლიანობაში სამყაროსთვის წელი რთული გამოდგება, ვინაიდან კონფლიქტები, ომები იქნება, ასევე წლის პირველ ნახევარში მიწისძვრები იმატებს, მეორე ნახევარში შეიძლება წყალდიდობებმა იჩინოს თავი. ეს ყველაფერი საქართველოს ყველაზე ნაკლებად შეეხება.

დრაკონი არის ძალიან ენერგიული და საინტერესო წელი იქნება, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებისთვის - უამრავი სკანდალი და საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდება. დაახლოებთ მარტი-ივნისის შუალედში მსოფლიო მასშტაბით დიდი ცვლილებები იქნება, მათ შორის ხელმძღვანელების, პრემიერ-მინისტრების, პრეზიდენტების - მათი ჩანაცვლების დრო მოვიდა. სხვათა შორის ევროკავშირშიც განხორციელდება ცვლილებები. ამიტომ, ჟურნალისტებს უმარავი საქმე ექნებათ.

აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური მზის წელიწადია, ამიტომ მზეზე ძალიან დიდი გამოსხივება იქნება, რომელიც ნეგატიურად იმოქმედებს მათზე, ვისაც სუსტი ნერვიული სისტემა აქვს. პლუს ამას, ნაკიანი წელიწადია და ნაკიანი წელიწადი მშვიდი არასდროს არის.

მიხეილ ცაგარელის თქმით, 2024 წელი პრემიერ-მინისტრისთვის წარმატებული აღმოჩნდება, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტზე.

„2024 წელს ხელისუფლება ეცდება, რუსეთის საწინააღმდეგო პროვოკაციებში საქართველო არ ჩაერთოს. ევროპას და ამერიკას საქართველოსგან ერთადერთი უნდათ, რომ როგორმე ჩართონ კონფრონტაციაში რუსთთან, დანარჩენი მათ ნაკლებად აღელვებთ. მეორე და უმთავრესი პრობლემა მთავრობის არის დემოგრაფიული კრიზისის გადალახვა. ახლა რომ საქართველოდან 800 ათასი ქართველის გასვლა მოხდეს უცხოეთში, ქართველები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან და ჩავთვალოთ, რომ ქვეყანა დაიკარგება. რისთვის გვინდა ევროკავშირი, რომ ქვეყანა თურქებს და ირანელებს დავუტოვოთ?! ამიტომ მთავარი თემა არის დემოგრაფიული კრიზისის აღმოფხვრა, ახალგაზრდა ოჯახებისთვის ხელისშეწყობა, რათა ამ კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდეს. პირველად მოხდა, რომ 2023 წელს უცხოელები უფრო გამრავლდნენ, ვიდრე ქართველები. მთავრობისთვის ეს ორი საკითხი იქნება პრიორიტეტული.

რაც შეეხება კონკრეტულად ლიდერებს, პრეზიდენტს 2024 წელში არაფერი სასიკეთო არ ექნება. მან ქართული საზოგადოება უკვე ააბუნტა. მას ჰყავს თავისი პრეზიდენტი მაკრონის სახით, რომელსაც თავისი პრობლემები ექნება. სატურნი შესულია სალომე ზურაბიშვილის ზოდიაქოში - თევზებში, ამიტომ სირთულეები მას საკმარისზე მეტი ექნება. ამიტომ მართებს სწორი, ფრთხილი მოქმედება, რათა სიტუაცია არ გაამწვავოს და საპრეზიდენტო ვადა ცუდად არ დაასრულოს.

 პრემიერს რაც შეეხება, მისთვის 2024 წელიც კარგი იქნება. თუ იმ ორ საკითხს გადაწყვეტს, რომელიც უკვე ვახსენე, მაშინ მისი რეიტინგი კიდევ უფრო აიწევს. ეს მისცემს პრემიერს სერიოზულ წარმატების შანსს საპარლამენტო არჩევნებში“, - განუცხადა ცაგარელმა for.ge-ს.

ასტროლოგის თქმით, დრაკონის წელი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მომტანი იქნება.

 „პარტიები სად გვყავს?! - ერთი „ქართული ოცნებაა“ და მეორე მარტივ მამრავლებად დაშლილი ოპოზიცია. ოპოზიციის რღვევა გაგრძელდება. სპექტაკლი, რომელიც იყო დადგმული, ისევე გასტანს. უბრალოდ, შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების რაოდენობა შემცირდეს. ვინც დღეს არის პარლამენტში, მათგან ნახევარზე მეტი შემდეგ პარლამენტში აღარ იქნება“, - აღნიშნა ასტროლოგმა.

დაბოლოს, მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ურჩევს თუ როგორ შეხვდეს ახალ წელს და რა რიტულები უნდა ჩაატაროს.

„პირველ რიგში, პოზიტიური განწყობით უნდა შევხვდეთ. აუცილებლად სამი სიმბოლო უნდა გქონდთ მაგიდაზე - ეს არის დრაკონი, კატა და კურდღელი. რეალურად, აღმოსავლური კალენდრით 10 თებერვალს შემოდის დრაკონის წელიწადი. მეორე - ხის ნაკეთობები უნდა გქონდეთ ბევრი და კარგი იქნება თუ პატარა ჯამს წყლით ავავსებთ. წყალი არის სიმბოლო ფინანსების მოზიდვის. 2-ლარიანი დადეთ წყლისა და ხის ნაკეთობას შორის, ჩაუთქვით რა ფინანსური წარმატება გსურთ მიიღოთ და შემდგომ დილით ჩაიდეთ საფულეში, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებამდე ატარეთ. ამით გააძლიერებთ ფინანსურ კურსს. ამასთან ერთად, ახალ წლამდე დაახლოებით, 15 წუთით ადრე, ორი მწვანე სანთელი აანთეთ - გააცილთ წინა წელი, პირველი სანთლით მას მადლობა გადაუხდეთ და მეორე სანთელს ჩაუთქვით რა სურვილები გაქვთ, რა ოცნებები და რა გინდათ რომ მოხდეს 2024 წელს“, - განუცხადა for.ge-ს ასტროლოგმა.

ლევკოთეა ჰო, თუ სატურნია შესული ზურაბიშვილში, ბუნებრივია, რომ სირთულეები საკმარისზე მეტი ექნება.
11 თვის უკან