ნეაპოლურმა გამოცემა Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტზე მოკლე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველის პრობლემა „ნაპოლისთვის“ დამატებითი პრობლემაა.
„ფრთხილად კვარასთან: ის ჯერ ვერ გამოიმუშავებს შესაბამის თანხას „ნაპოლიში“, ქართველის წარმომადგენლები კი, ოსიმენის ახალი კონტრაქტის ნახვის შემდეგ კვარაცხელიასთვისაც ხელფასის გაზრდას ელიან. კიდევ ერთი გადასაჭრელი პრობლემა, თითქოს, „ნაპოლიში“ არსებული პრობლემები საკმარისი არ იყო“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 22 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის წელიწადში 1.2 მილიონი ევროთი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.