ცოტა ხნის წინ მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა FHM-მა გამოაქვეყნა 2013 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალების ჩამონათვალი.
რეიტინგი ჟურნალის მკითხველთა ხმის მიცემის შედეგებით შედგა.
პირველი ადგილი ჰოლივუდის მსახიობმა, 29 წლის მილა კუნისმა დაიკავა.
მეორე ადგილი წელს 25 წლის ამერიკელმა მომღერალ რიანას ერგო. ის შარშან მესამე ადგილზე იყო. წელს კი მესამე ადგილზე ბრიტანელი მსახიობი ჰელენ ფლენეგენია.
ტოპ-ასეულის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. მილა კუნისი, 2. რიანა, 3. ჰელენ ფლენეგენი, 4. მიშელ კიგანი, 5. კელი ბრუკი, 6. კეილი კუიოკო, 7. პიკსი ლოტი, 8. კეიტ აპტონი, 9. შერილ კოული, 10. ჯორჯია სელპა, 11. ტულიზა კონტოსტავლოსი, 12. ტეილორ სვიფტი, 13. ჯორჯი პორტერი, 14. როზი ჯონსი, 15. რიტა ორა, 16. კეტი პერი, 17. მეგან ფოქსი, 18. მოლი კინგი, 19. ბიონსე ნოულზი, 20. ჯენიფერ ლოურენსი.