ჩაი უნიკალური სამკურნალო თვისებების მატარებელია. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს.
ჩაი საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას.
ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს;
ამცირებს გულის შეტევის ალბათობას.
ელასტიკურობას მატებს არტერიებს და ქოლესტერინული, ეგრეთ წოდებული, ფოლაქებისგან წმენდას.
ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს.
საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალებაა. წყურვილსაც კლავს და ამავდროულად ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.
ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. მის შემადგენლობაში, ასევე შედის ტანინები, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ღრძილებს ამაგრებს.
შავი ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამით კი ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.