დღეს დილით გამოცემა „Goal.com”-ის ჟურნალისტი ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს ესაუბრა. 26 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან ლონდონის „არსენალში“აუცილებლად დაბრუნდება.
„ჩემს გულში არსენ ვენგერის გუნდს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ კლუბში ძლიერ მოთამაშედ ჩამოვყალიბდი. დადგება დრო როდესაც „ბარსელონასთან“ გამოთხოვება მომიწევს. მსურს რომ კარიერის უკანასკნელი წლები „არსენალში“ გავატარო. იმ შემთხვევაში თუ ამ მიზანს ვერ შევასრულებ, შევეცდები რომ ლონდონში მწვრთნელის სტატუსით დავბრუნდე. იმედი მაქვს რომ „არსენალის“ ხელმძღვანელობა ჩემს განზრახვას გაგებით მოეკიდება და ამ ოცნების ასრულების საშუალებას მომცემს“. - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა.
ფაბრეგასი არსენ ვენგერის გუნდში 2003-2011 წლებში ასპარეზობდა. ამ კლუბის ღირსება 212 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა და საკუთარ აქტივში 35 გოლი მიითვალა.
2011 წლის ზაფხულში მოთამაშე კატალონიურ „ბარსელონაში“ გადავიდა და დღემდე ამ გუნდის მაისურით 67 მატჩი ჩაატარა.
სესკ ფაბრეგასი ესპანეთის ეროვნულ გუნდში 2006 წლიდან ასპარეზობს. ნაკრების რიგებში 83 შეხვედრაში ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.