ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ქალი – სკარლეტ იოჰანსონი, რომელიც ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, რაიან რეინოლდსს დაშორდა, როგორც ჩანს, ოჯახის დანგრევას დიდად არ განიცდის.
ქმართან განქორწინების მსურველი ვარსკვლავი ამას წინათ ჯგუფ Iron&Wine-ის კონცერტზე ლოს-ანჯელესში შენიშნეს 32 წლის მსახიობ ჯასტინ ლონგთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ იოჰანსონი ძალიან ცდილობდა, პირისახე შარფით დაემალა, პაპარაცებმა მაინც ამოიცნეს იგი და სურათიც გადაუღეს.
აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთობ თავშეკავებულად იქცეოდა, რათა საზოგადოებისთვის ჭორაობის საბაბი არ მიეცა, მაგრამ მაშინვე გავრცელდა ხმა, რომ იოჰანსონმა ყოფილი ქმრის შემცვლელი მსწრაფლივ მონახა.
მნიშვნელოვანი და მსაინტერესოა ის გარემოებაც, რომ ვარსკვლავი რამდენიმე დღის წინ მსახიობ ჯეიმს სუდეიკისის კომპანიაშიც შენიშნეს. წყვილი პაპარაცებმა სანტა-მონიკაში ვახშმობისას დააფიქსირეს, მაშინ, როცა იოჰანსონსა და სუდეიკისს ფლირტი ჰქონდათ გაჩაღებული. ჟურნალისტებმა სასწრაფოდ დაასკვნეს, რომ მამაკაცებთან მსუბუქ ფლირტში იოჰანსონი მხოლოდ შვებას ეძებს და სერიოზულ ურთიერთობაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. მით უმეტეს, რომ არავინ იცის, ხვალ რითი გაგვაოცებს სკარლეტ იოჰანსონი.