დავიდ ალაბა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

დავიდ ალაბა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

მადრიდის „რეალს“ დავიდ ალაბა სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. ავსტრიელმა მცველმა ტრავმა „ვილიარეალთან“ მატჩის პირველ ტაიმში მიიღო და როგორც გაირკვა, დაზიანება ძალიან სერიოზულია.

„სამეფო კლუბის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალაბას მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ.

ალაბასთვის ეს სეზონი დასრულდა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს თუ არა, ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ შანსი არც ისე დიდია.