გიორგი ცხოვრებაძის 5-გოლიანი მატჩი ბუნდესლიგაში

გიორგი ცხოვრებაძის 5-გოლიანი მატჩი ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგის მე-17 ტურში გიორგი ცხოვრებაძის „გუმერსბახმა“ სტუმრად „ლაიფციგი“ 35:32 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა ხელბურთელმაც შეიტანა.

გიორგიმ მეტოქის კარი ხუთჯერ დალაშქრა და შედეგიანი თამაში ჩაატარა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ცხოვრებაძე მოედანზე 16-ჯერ გავიდა და მეტოქეთა კარში 60 გოლის გატანა მოახერხა.

„გუმერსბახი“ 17 ტურის შემდეგ 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა, 20 დეკემბერს კი „მელსუნგენს“ სტუმრად დაუპირისპირდება.