23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს ახალი საპატრულო მანქანები გადაეცემა.
აღნიშნულ ღონისძიებას რუსთავში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდა და 21 „შკოდას“ მარკის და 3 „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს („პიკაპის“ ტიპის) ახალი ავტომობილით შეივსო. გარდა ამისა, რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.