მამაკაცის სიცილი

მამაკაცის სიცილი

მეცნიერთა დასკვნით, დაკვირვებულმა მანდილოსანმა შეიძლება განსაზღვროს მეგობარი მამაკაცის ხასიათი სიცილის მანერით.

1. თუ მამაკაცი თვალდახუჭული და თავგადაწეული იცინის, ცხოვრებით ტკბობას ეტანება. მას მეგობარი ქალი სჭირდება მხოლოდ მაშინ, როცა უნდა ვინმეს გაუზიაროს მარცხის სიმწარე.

2. მამაკაცი ცდილობს სიცილის შეკავებას, პირზე ხელს იფარებს, თუმცა შინაგანად სიცილისგან თრთის. ძნელია ასეთი ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა. თუ ვინმე შეუყვადება, კუბოს კარამდე უერთგულებს. მას გვერდით ასეთივე ერთგული ქალი სჭირდება.

3. მამაკაცი პირღია გულიანად ხარხარებს. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება მას მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს, შესანიშნავი თანამგზავრია დასვენებისა და გართობის დროს, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიულია და სერიოზული დისკუსიები მალე ბეზრდება.

4. მამაკაცი საიდუმლოდ იღიმება? ასეთი ადამიანი მომხიბვლელია და ცივსისხლიანი, განსაკუთრებით საშიშია, თუ ტუჩის მარჯვენა კუთხით იღიმება. თვალის დაუხამებლად მოგატყუებთ.

5. მამაკაცი მიმზიდველად იღიმება ტუჩის მარცხენა კუთხით? ამ ტიპის მამაკაცი პატიოსანი და მომთმენია. მისი იმედი შეგიძლიათ ყველაფერში გქონდეთ.

6. მამაკაცი ძალიან ხმამაღლა იცინის, გარშემო მყოფებს მხარზე ან ფეხზე ურტყამს ხელს? ის ეგოისტია, მხოლოდ ლამაზ ქალებს ეტანება, ვინაიდან მათთან ურთიერთობა მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებს. ყოველთვის ყურადღების ცენრში ყოფნა სურს და ძალიან ბრაზდება, თუ ამას ვერ ახერხებს.