აღნიშნული სახელმძღვანელო შეიქმნა შინაგან საქმეთა მინისტრის და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში პირადი შემადგენლობის თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მანამდე არსებული სახელმძღვანელო იყო მოძველებული და ვერ უზრუნველყოფდა პირადი შემადგენლობის მომზადებას, ასევე, მასში არ იყო ასახული დანერგილი ნოვაციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი, დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამხარეო მთავარი სამმართველოების, საქალაქო და რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.