ლოს-ანჯელესში რამდენიმე კაცმა მსახიობ კიანუ რივზის სახლი გაძარცვა. ამის შესახებ TMZ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მძარცველების შესახებ პოლიციას თვითმხილველებმა შეატყობინეს. ანონიმური ზარის შემდეგ სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, მაგრამ ქურდებმა მიმალვა მოასწრეს.
თუმცა, რამდენიმე საათში მძარცველები რივზის სახლში დაბრუნდნენ. სათვალთვალო კამერამ რამდენიმე ნიღბიანი კაცი დააფიქსირა, რომლებმაც ფანჯარა გატეხეს და სახლში შეაღწიეს. არსებული ინფორმაციით, მათ სახლიდან იარაღი გაიტანეს. თავად რივზი ინციდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდა.