დღეს დილით ცნობილი გახდა რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
ეს სანქცია „განსაკუთრებულმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურში, „კარდიფ სიტისთან“ ჩადენილი არაეთიკური საქციელისთვის მიიღო. ამ შეხვედრის 70-ე წუთზე მოურინიომ მატჩის მთავარ მსაჯს ენტონი ტეილორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არბიტრმა მწვრთნელს წითელი ბარათი აუფრიალა და მინდვრიდან გააძევა.
ცნობილი გახდა რომ ბატონი ჟოზე საფეხბურთო ასოციაციის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და უახლოეს ორ დღეში ამავე ორგანიზაციაში საჩივარს შეიტანს.
ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში „ჩელსი“ კლუბ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში თუ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინარულო კომიტეტი პორტუგალიელის საჩივარს არ დააკმაყოფილებს, ამ უკანასკნელს ამ მატჩში „ჩელსის“ ხელმძღვანელობა არ შეეძლება.