რამდენიმე დღის წინ მიუნჰენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგის პირველობის მეცხრე ტურში კლუბ „მაინცს“ უმასპინძლა.
ამ შეხვედრის წინ, მიუნჰენური გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ მუხლის ტრავმა მიიღო.
ორი დღის წინ გამოცემამ „Bild” გაავრცელა ცნობა, რომ ფეხბურთელის მუხლის დაზიანება სერიოზული გახლდათ და მოთამაშეს ორი თვის განმავლობაში უქმობა მოუწევდა.
რამდენიმე საათის წინ ზემოთდასახელებულმა გამოცემამ ადრინდელი ინფორმაცია უარყო და ახალი ცნობა გაავრცელა. აღმოჩნდა რომ რიბერიმ საფუძვლიანი შემოწმება უკვე გაირა და მისი ტრავმა სერიოზული არ გამოდგა.
გერმანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ნახევარმცველი ვარჯიშს უკვე შეუდგა და ხვალ მინდორზე აუცილებლად ვიხილავთ. სამშაბათს, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის მესამე ტურში გერმანული გუნდი კლუბ „ვიქტორიას“ დაუპირისპირდება.