„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეტაპობრივად უნდა იმუშაონ და ჯერ სკუდეტოზე საუბარი ნაადრევია.
„მოდი, ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშის მოგება, რადგან „ნაპოლის“ 12 ქულით გავუსწარით და ეს შესანიშნავი შედეგია. რაც შეეხება ოცნებებს და სკუდეტოს, მუშაობა ეტაპობრივად უნდა გავაგრძელოთ, გავაუმჯობესოთ გარკვეული ასპექტები, რადგან ბურთის ფლობისას ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ. პირველ ტაიმში ბიჭები კარგები იყვნენ, სირთულეების მომენტებში გუნდი კედელივით იდგა და მათ არანაირი მომენტი არ მივეცით, თავს დალაგებულად ვიცავდით. ბუნებრივია, კონკურენტებთან გამარჯვებას დიდი ფასი აქვს, მაგრამ სკუდეტოს მოსაგებად მთელი სეზონის კარგად ჩატარებაა საჭირო, ამიტომ, ბალანსი უნდა გვქონდეს.
კვარაცხელიას კონტრშეტევაზე დაშვებული შეცდომის შემდეგ გუნდი არ ნერვიულობდა და ეს სიმწიფის ნიშანია, ისევე, როგორც ოსიმენის გაუქმებული გოლის შემდეგ თამაშში დავრჩით, დიდი გუნდის თავდაჯერება გამოვავლინეთ“, - აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 36 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 დეკემბერს, „ჯენოასთან“ ჩაატარებს.