სელენა გომესმა დაადასტურა, რომ პროდიუსერ ბენი ბლანკოს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
31 წლის მომღერალმა თავის Instagram Story-ში ფოტო დადო, სადაც 35 წლის პროდიუსერს ეხუტება.
ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის კომენტარი დაიწერა. ჭარბად იყო კომენტარები ბენი ბლანკოს ვიზუალზე. ხალხის უმეტესობა მას არა სიმპათიურად მოიხსნიებს, რაც გომესის ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. სელენამ რამდენიმე კომენტარის ავტორს პასუხი გასცა და სიცილის „ემოჯებთან“ ერთად დაუწერა, რომ მათ გამო წუხს.
გარდა ამისა მომღერალმა აღნიშნა ისიც, რომ ბენი მას იმაზე უკეთ ეპყრობა, ვიდრე ოდესმე ვინმე მოპყრობია.