ბობ მარლის ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმს მაყურებელი მალე იხილავს. Bob Marley: One Love — ასე ჰქვია ახალ ბიოგრაფიულ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს Peaky Blinders-ის მსახიობი კინგსლი ბენ-ადირი ითამაშებს. Bob Marley: One Love-ის ტრეილერი კი უკვე გამოვიდა.
Bob Marley: One Love მუსიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება და როგორც ტრეილერიდან ჩანს, სიუჟეტი ბობ მარლის ცხოვრებიდან რეალურ ფაქტებს მიჰყვება. როგორც ტრეილერში ვხედავთ, ფილმში ბობ მარლის მკვლელობის წარუმატებელ მცდელობასაც ვიხილავთ და ყველა იმ სიძნელეს, რომელიც მომღერლის კარიერას თან ახლდა.
ფილმში ბობ მარლის ცოლის, რიტა მარლის, როლს ლაშანა ლინჩი შეასრულებს. Bob Marley: One Love-ის რეჟისორი რეინალდო მარკუს გრინია. რაც შეეხება სცენარს, ფილმის შექმნაში ბობ მარლის ოჯახიც აქტიურად მონაწილეობდა.
Bob Marley: One Love-ის პრემიერა 2024 წლის 14 თებერვალს შედგება.