ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანად მომღერალი ტეილორ სვიფტი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„როგორც პოპვარსკვლავი, ის ელვის პრესლისთან, მაიკლ ჯექსონთან და მადონასთან ერთ რიგში დგას. როგორც სიმღერების ავტორს, მას ადარებდნენ ბობ დილანს, პოლ მაკარტნისა და ჯონი მიტჩელს“, - წერს Time-ი და აღნიშნავს, რომ ტეილორ სვიფტმა შექმნა ბიზნესიმპერია, რომლის ღირებულებაც, სხვადასხვა შეფასებით, მილიარდ დოლარს აღემატება.
Time-ის ვერსიით 2023 წლის ადამიანის ტიტულისთვის ბრძოლაში ტეილორ სვიფტმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, OpenAI-ს თანამფუძნებელ სემ ალტმანს, გაფიცულ ჰოლივუდელ სცენარისტებსა და მსახიობებს, დონალდ ტრამპის საქმის პროკურორებს, გრეტა გერვიგის ფილმის გმირ თოჯინა ბარბის, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამეს და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის (FED) თავმჯდომარეს ჯერომ პაუელს გაუსწრო.