ბაიდენი კონგრესს უკრაინისათვის დაფინანსების დამტკიცებაზე: ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგი აქცია თავისუფლების საქმეს

ბაიდენი კონგრესს უკრაინისათვის დაფინანსების დამტკიცებაზე: ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგი აქცია თავისუფლების საქმეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესის მიერ უკრაინისათვის დაფინანსების არდამტკიცება უდიდესი საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის.

"თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა. პუტინი ამ გზის გაგრძელებას აპირებს. თუ ის ნატოს სხვა ნაწილებში გადავა, დღევანდელი კენჭისყრა დიდხანს დაგვამახსოვრდება. ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგი აქცია თავისუფლების საქმეს", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის ერთგულია.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ეს ჩვენი მეგობრების საერთაშორისო ინტერესებშია", - აღნიშნა ბაიდენმა.