„ბარსელონას“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დიდი ხნით გამოაკლდა. ესპანურმა კლუბმა დაადასტურა, რომ გერმანელს ოპერაცია სჭირდება.
ტერ შტეგენს წელი აწუხებს, რის გამოც ბოლო მატჩები ვერ ითამაშა. საბოლოოდ, მას ოპერაციას გაუკეთებენ და მინიმუმ 2 თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.
აქვე გეტყვით, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა.