იტალიურმა მედიამ „ინტერთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. მან საშუალო შეფასებები მიიღო, რაც მოსალოდნელი გახლდათ.
კვარა ახლოს იყო მილანური გუნდის წინააღმდეგ გოლის გატანასთან, მაგრამ ცოტა დააკლდა:
Tuttomercatoweb 5.5 ქულა: პირველი, რაც უნდა ითქვა: არ ბრწყინავს. მეორე: გოლის გატანა მაინც შეეძლო, ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მესამე: ფლანგის ჯაჭვზე მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რაც გართულებულია, რადგან ორივე მარცხენა მცველი და მარცხენა შუამარბიც ტრავმირებულია“.
Eurosport 6 ქულა: „ელმასს და პოლიტანოს პასები გაუკეთა, მაგრამ ჯერ ზომერმა მოგერია დარტყმა, მერე ხარიხამ. მეორე ტაიმში დიდებულად იმოქმედა, მაგრამ ზომერმა გიჟური სეივით აჯობა. ვთქვათ, რომ ის საშუალო შეფასებას იმსახურებს“.
Mediaset 5.5 ქულა: „როგორც მოსალოდნელი იყო, ფლანგზე მაქსიმალურად ფართოდ ითამაშა, მაგრამ დაცვა ვერ გაშალა. გაუჭირდა დარმიანის და დუმფრისის მოტყუება, როცა ეს შეძლო, ზომერი იყო ყურადღებით“.
Il Giornale 6 ქულა: „თავისი აჩქარებებით ყოველთვის სახიფათოა. დუმფრისს და დარმიანს მუდმივ შიშში ამყოფებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ. ზომერმა დიდებული სეივით არ გაატანინა. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ დიდებული სამართლიანი თამაშის მქონე ფეხბურთელია, როდესაც დუმფრისი მიწაზე ეცემა. ის არის ის, ვინც თამაშს აჩერებს და მსაჯს ეძახის ექიმების ჩარევის მიზნით“.
Sport.virgilio 5.5 ქულა: „ნაკლებად ჩართულია თამაშში, ვერ აჩქარებს ტემპს და უადვილებს საქმეს დარმიანსა და დუმფრისს, რომლებიც მის წინააღმდეგ სისტემატურად ორმაგი მეურვეობით თამაშობენ. ერთხელ მათ გაცდა, მაგრამ ზომერი გადაეღობა“.
Calciomercato 6 ქულა: „ზოგჯერ მუხტი აკლდა. ერთხელ მარცხნივ გადახვევით დარმიანს აჯობა და კარგად დაარტყა მარცხენა ფეხით, მაგრამ ზომერმა ბურთი მოიგერია“.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლი“ სერია A-ში 24 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „რომასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 8 დეკემბერს, „იუვენტუსს“ ესტუმრება.