კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.
რონალდუმ Binance-თან პარტნიორობა 2022 წელს დაიწყო. თანამშრომლობა მოიცავდა NFT-კოლექციების გამოშვებასა და სოციალურ მედიაში პოსტების გავრცელებას ფეხბურთელის 849 მილიონ გამომწერში კრიპტობირჟის პოპულარიზაციის გასაზრდელად.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის ვარსკვლავი „მონაწილეობდა და დაეხმარა“ Binance-ს არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. როგორც სარჩელშია აღნიშნული, რონალდუს კრიპტობირჟის საქმიანობასა და განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.