წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და ორგანიზმისთვის საჭირო საკვებია.

მას ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლედები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.

წიწიბურასგან მომზადებული კისელი დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.

მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ჭამოთ ასი  გრამი წიწიბურას კისელი, რომელიც შემდეგი წესით უნდა მოამზადოთ:

სამი სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ ერთი ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ, თქვენი  გემოვნების მიხედვით.