ამსტერდამის „აიაქსი“ ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. ნიდერლანდურმა გუნდმა მეხუთე ტურში სტუმრად „მარსელთან“ წააგო.
შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა, რომელიც ფრანგებმა 4:3 მოიგეს. ჰეთ-თრიქი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელმაც გამარჯვების გოლი პენალტით მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
„აიაქსი“ ამ წაგებით ჯგუფში ჩარჩა, რადგან 2 ქულით ბოლო ადგილზეა. ამსტერდამელებს ჯერ მოტივაცია მაინც აქვთ, რადგან ბოლო ტურში ათენის აეკ-ს შინ თუ დაამარცხებენ, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას.
„მარსელის“ წინააღმდეგ არ უთამაშია გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა. სხვათა შორის, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ რიგებში „მარსელს“ გოლი გაუტანა, მაგრამ „აიაქსის“ რიგებში ფრანგულ გუნდთან არც ერთ მატჩში მისცეს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა...