ორხელისუფლებიანობა - ზელენსკის ადმიანისტრაცია ზალუჟნისთან კომუნიკაციას წყვეტს

ორხელისუფლებიანობა - ზელენსკის ადმიანისტრაცია ზალუჟნისთან კომუნიკაციას წყვეტს

საომარი მოქმედებების პარალელურად უკრაინაში პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს დაავალა, შეწყვიტონ ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის გუნდმა დაიწყო მოქმედებები პოტენციური კონკურენტის განადგურების მიზნით.

ხელმძღვანელობაში ღია კონფლიქტი პროგნოზირებადი იყო შეჩერებული კონტრშეტევითი ოპერაციის შემდეგ, რომელიც გეგმის მიხედვით არ წავიდა. ახლა მიმდინარეობს დადანაშაულების თამაში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი წარუმატებლობაზე. ამას ადასტურებს ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები და ბრალდებები, რომელიც გარდა იმისა, რომ პრეზიდენტობისთვის იწყებს მზადებას, აცხადებს, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული.

გარდა იმისა, რომ უკრაინაში ჩიხური სიტუაცია არის შექმნილი, უკრაინაში მიმდინარე ომი საზოგადოების თვალთახედვიდან ქრება და ეს საბედისწერო რამ შეიძლება აღმოჩნდეს თავად დასავლეთისთვის. არესტოვიჩის განცხადებით, რომელიც სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი იყო, აცხადებს, რომ დღესაც ბოლომდე არ იცის რატომ შეწყდა მოლაპარაკებები.

„ეს შეთანხმება ჩვენთვის მომგებიანი იყო. რუსეთი წავიდა ყველა სახის დათმობაზე, რომლებზეც ის აღარასდროს წავა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ ახლა მოგვცემენ 15-ჯერ მეტ შეიარაღებას, ვიდრე მოგვცეს და რამდენიმე მარცხს არ განიცდიან ფრონტზე. ვშიშობ, ჩვენ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან სამუდამოდ გავუშვით.

თუმცა არ გამოვრიცხავ, 1,5-პროცენტიანი ალბათობით, რომ დასავლეთი უცებ გონს მოეგოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ იქნება მოლაპარაკებები, ასეთი პირობები აღარ იქნება, რუსებმა უკვე იგრძნეს ძალა, ჩვენი და დასავლეთის სისუსტე და ისინი უკვე აღარ წავლენ ამაზე, მოთხოვნები იქნება უარესი. ამაშია პრობლემა. ახლა არის იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩვენ დროს ვაჭიანურებდით, რაც არ არის სიმართლე“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინას წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.

„ბევრი ამბობდა, რომ ნატოზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული. სტრატეგიული ჩიხია. დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწები გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია“, - ამბობს ალექსეი არესტოვიჩი.

როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე პროცესები ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა დაპირისპირება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამხედრო ნაწილს შორის იზრდება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კონფლიქტი დასკვნით ფაზაში იმყოფება და ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა განხორციელდეს, ამის სერიოზული ნიშნები იკვეთება უკვე და მათ შორის განწყობების თვალსაზრისით, უიმედობა და დემოლარაიზაცია დამახასიათებელი გახდა ამ კონფლიქტისთვის.

„აქედან გამომდინარე, იმ პროცესებმა, რაც ღაზას სექტორში განვითარდა, პრაქტიკულად, ძირითადი ყურადღება გადაიტანა სხვა მიმართულებაზე. მსოფლიოში მებრძოლმა სახელმწიფოებმა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართული უკრაინის კონფლიქტში, მთლიანად გადართული არიან მეორე მიმართულებაზე და ამანაც უარყოფითად იმოქმედა უკრაინასთან მიმართებაში. დემოლარიზაციის მასშტაბები ძალიან დიდია, განსაკუთრებით არამტრულ სახელმწიფოებთან გაუაზრებელი მტრული დამოკიდებულება. ესეც ერთ-ერთი მახასიათებელია იმის, რომ ხელისუფლება პროცესებს რეალურად ვერ აღიქვამს“, - აცხადებს კუხალაშვილი.

დავით კუხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში მოხდეს სამხედრო გადატრიალება, რადგან, მისი თქმით, აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოფიტვის რეჟიმით იმუშავა დასავლეთთან მიმართებაში.

„კონფლიქტის მონაწილე მხარემ, თავისი სადაზვერვო აქტივობებით შესაძლებელი გახადა, რომ დასავლეთის სახელწიფოებს გარკვეული თავშეკავება გამოეხატათ კონფლიქტთან მიმართებაში. ის აღმატებული დამოკიდებულება, რაც შეიმჩნეოდა თავდაპირველად, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. ვფიქრობ, რომ ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფო წინ აყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, მან ყოველთვის მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დააზიანებს უკრაინის ინტერსებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ პროცესისგანაც შორს არ ვართ. გარკვეული სახცვლილება შეიმჩნევა, როგორც მმართველების, ასევე ამ მმართველების კუთვნილი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაში. ყველა ფიქრობს, რომ ახლა ის ეტაპია, რომ საკუთარი ქვეყანა არ დაზიანდეს და ამ პირობებში უკრაინის საკითხი უკანა პლნაზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ ალბათობა იმისა, უკრაინაში მოხდეს სამხედრო გადატრიალება, ძალიან მაღალია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, უკრაინაში შეიქმნა ქაოტური მდგომარეობა და ამ ქაოტურ მდგომარეობაში სად არის ის ბერკეტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლას უზრუნველყოფს, ძნელი საპოვნელია. პოლიტოლოგის შეფასებით, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი არის დასავლეთი და კერძოდ აშშ, რომელმაც თუ გამოთქვა პრეტენზია უკრაინის მიმართ, ამას, ალბათ, ექნება გავლენა.

„მაგრამ, როგორც ირკვევა, ყოველდღიურად, სახელმწიფო კორუფციის იმხელა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, რომ უდავოა, როგორც ზელენსკის, ისევე, შეიძლება, ზალუჟნის მონაწილეობაც ამ კორუფციულ პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რანგის პროფესიონალია, სამხედრო რესურსების კორუფცულ სისტემებში ჩართვა, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ამ ორი ფიგურის გარეშე. ცვლილება, თუ რამე უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს მაგ მიმართულებით, რაზედაც ბოლო ხანებში არის ლაპარაკი. ანუ, ზელენსკისა და ზალუჟნის მიმართულებით.

ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ კორუფციამ მიიყვანა უკრაინა იმ მდგომარეობაში, რაშიც არისო. ვხედავთ, რომ ფრონტზეც იმოქმედა კორუფციამ. შეიარაღების და დაფინანასების ის ნაწილი, რაც გამოიყოფოდა, მიდიოდა თუ არა ადრესატამდე, ეს საკითხავია და ამ დანაკარგებმა შეიძლება ითამაშა როლი იმაში, რომ უკრაინის წარმატება არ გაგრძელდა ისე, როგორც დაიწყო. არ ვიცი, უკრაინაში როგორი განწყობებია, მაგრამ თუ ცვლილებები მოხდა, დიდი ალბათობით, საფიქრალია ეს ცვლილებები, ვიდრე ცვლილებები იმ ფიგურებით, რომელიც სახელდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაზი ისრაელ-ღაზას მოვლენები, უკრაინის პრობლემების მიზეზი კი არა, მაშველი რგოლია, ვირაცებისათვის სახის შესანარჩუნებლად.
5 თვის უკან