„ტორინოს“ ქართველი მცველი საბა საზონოვი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. წინა კვირაში მას ცხვირზე ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა.
საბამ გამოტოვა „ბოლონიასთან“ მატჩიც, მაგრამ იტალიური მედია წერს, რომ „ატალანტასთან“ უახლოესი შეხვედრისთვის ის მზად იქნება, თუმცა დამცავი ნიღბით შეძლებს თამაშს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში საბა საზონოვმა „ტორინოს“ ღირსება მხოლოდ სამ შეხვედრაში დაიცვა.